საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) აკრძალა არა უკრაინელი ათლეტი, არამედ საკუთარი რეპუტაცია. მომავალი თაობები ამ სამარცხვინო მომენტს გაიხსენებენ.
მას უბრალოდ სურდა, პატივი მიეგო ომში დახოცილი ათლეტებისთვის. არცერთი წესისა თუ ეთიკის მიხედვით ამაში არასწორი არაფერია.
IOC ემუქრებოდა, უპატივცემულოდ ექცეოდა და ლექციებსაც კი უკითხავდა ჩვენს ათლეტებსა და სხვა უკრაინელებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყვნენ ჩუმად "მსოფლიოში 130 კონფლიქტიდან ერთ-ერთზე."
IOC-მ ასევე სისტემატურად ვერ შეძლო საერთაშორისო სპორტისა და ოლიმპიური ქარტიის ყველაზე დიდ დამრღვევ რუსეთთან დაპირისპირება.
ქვეყანა, რომელმაც ბოლო სამ ათწლეულში სამჯერ წამოიწყო იერიში ოლიმპიური ზავის დროს, დანერგა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველაზე მასშტაბური დოპინგის პროგრამა, დახოცა 650 უკრაინელი ათლეტი და მწვრთნელი და უკრაინაში 800 სპორტული ობიექტი დააზიანა.
რუსების მსხვერპლთა ხსოვნის აკრძალვის მაგივრად რუსების აკრძალვა უნდა მოხდეს. მათგან არავინ არის "ნეიტრალური".
თუ ოლიმპიური კრედო ამბობს, რომ "ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობის მიღებაა," მაშინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამას სრულად უღალატა [ვლადისლავ] ჰერასკევიჩისთვის მონაწილეობის მიღების აღკვეთით და უღალატა რუსეთის მიერ დახოცილ 650 უკრაინელ ათლეტსა და მწვრთნელს. ამაყები ვართ, რომ გვყავს ვლადისლავი, რომელმაც მათ არ უღალატა. მადლობა შენი პრინციპულობისა და სიმამაცისთვის.





