კომუნიკაციების კომისიის (ComCom) მედიაკადემიის დროებით ხელმძღვანელად სამთავრობო TV იმედის წამყვანი გიორგი ფუტკარაძე დაინიშნა. გადაწყვეტილებას კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ 10 თებერვალს ხელი მოაწერა.
ბრძანების თანახმად, ფუტკარაძე მედიააკადემიის დირექტორი ერთი თვის ვადით იქნება.
ცნობისთვის, გიორგი ფუტკარაძე გადაცემა იმედი LIVE-ის ერთ-ერთი წამყვანია.
10 თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლეს მედიააკადემიის მოქმედი ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილი.
შავერდაშვილი კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული მედიააკადემიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2021 წლიდან იკავებდა.





