მედიააკადემია

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიას შორენა შავერდაშვილი უხელმძღვანელებს

დღეიდან, 1 სექტემბრიდან, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული მედიააკადემიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას შორენა შავერდაშვილი დაიკავებს. მან დავით კაკაბაძე შეცვალა.

"შორენა შავერდაშვილს მედიის მიმართულებით 19 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის ჟურნალ ცხელი შოკოლადის და ყოველკვირეული პოლიტიკური ონლაინ გამოცემა ლიბერალის თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო. 2010-2011 წლებში შავერდაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ხოლო 2008-2011 წლებში მედია ადვოკატირების ჯგუფი მედიაკლუბისა და დეკომ მედია ჰაუსის თანადამფუძნებელი იყო. ის ასევე ინტერნიუს საქართველოში პროგრამის კოორდინატორად და პროდიუსერის ასისტენტად მუშაობდა. შავერდაშვილი წლების განმავლობაში სტამბის სეზანი გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა, შემდგომ კი გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგის მმართველი პარტნიორი გახდა". – ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიამ ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მედიააკადემია 2018 წელს შექმნა, რომელსაც დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობდა.

კომენტარები