ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს. მან ამ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა, რომელიც უწყების ცნობით, საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.
"დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. გეკა გელაძემ, გიორგი ალადაშვილთან ერთად დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
გიორგი ალადაშვილს ამ დრომდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს." - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ კუპატაძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის
თანამდებობაზე 2025 წლის 10 ივნისს დანიშნეს.





