რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ანაპაში 17 წლის პირმა ინდუსტრიულ ტექნიკუმში ცეცხლი გახსნა. ცნობების მიხედვით, მსროლელი ამავე სასწავლო დაწესებულების სტუდენტია.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი და დაიღუპა ერთი ადამიანი. დაღუპული პირი სასწავლო დაწესებულების დაცვაა. კრანსოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატევის თქმით, "პირველი დარტყმა საკუთარ თავზე" სწორედ დაცვამ მიიღო და მან თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია.
თავდამსხმელი რუსეთის შსს-ს ძალებმა დააკავეს. ტელეგრამ-არხი Mash-ის ცნობით, ის 2008 წელს არის დაბადებული. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სანადირო იარაღი. ტელეგრამ არხი 112-ის ცნობით, მსროლელმა სასწავლო დაწესებულებაში ცეცხლის გახსნამდე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სკოლებზე თავდამსხმელი პირების ფოტოები.





