რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, გრენლანდიის მილიტარიზაციის შემთხვევაში, რუსეთი მიიღებს “ადეკვატურ საპასუხო ზომებს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათისას.”
“რა თქმა უნდა, გრენლანდიის მილიტარიზაციის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო პოტენციალის შექმნისას, ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ საპასუხო ზომებს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათისას,” - აღნიშნა ლავროვმა.
ამას გარდა, ლავროვმა აღნიშნა, რომ გრენლანდიის თემა ამ ეტაპზე “პირდაპირ არ ეხება” რუსეთს და რომ “აშშ-მ, დანიამ და გრენლანდიამ თავად უნდა გაარკვიონ ეს საკითხი.”
„მიუხედავად ამისა, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ არქტიკა უნდა დარჩეს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზონად,” - განაცხადა მან.





