საქართველოს პრემიერმინისტრთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შედგა შეხვედრა.
პრემიერმინისტრმა მოისმინა არგუმენტები, რაც აქვს სტუ-ს აკადემიურ საბჭოს. ჩვენ შევჯერდით საკითხებზე, მან პრემიერმა გაითვალისწინა ყველა საკითხი, რომელიც პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჰქონდათ.
შემდეგ გვქონდა მსჯელობა ჰუმანიტარულ პროგრამებზე. ჩვენ შეჯერებული ვიყავით, ისინი წავლენ მილევად რეჟიმში, შემდეგ კი გადავლენ თსუ-ში.
მინდა გითხრათ, რომ პროდუქტიული იყო, კონსტრუქციული იყო შეხვედრა. რასაც მე ყველას გეუბნებოდით მთელი 10 დღის განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლება, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ნამდვილად არის დემოკრატიული და ის არ ჰგავს ყოფილ ხელისუფლებას.
კობახიძის განათლების რეფორმა
სტუ-ს რექტორი: ჩვენი ხელისუფლება, პრემიერის ხელმძღვანელობით ნამდვილად დემოკრატიულია





