რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 157 მოქალაქე დაიბრუნა, ზოგი მათგანი 2022 წლიდან ტყვეობაში იყო

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 150 ჯარისკაცი და 7 მოქალაქე დაიბრუნა - გათავისუფლებულთა შორის არიან სამხედროები, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში 2022 იმყოფებოდნენ. რამდენიმე მათგანი მარიუპოლის მცველთა გარნიზონიდანაც არის. 

უკრაინის სამხედრო ტყვეების საკითხთა შტაბის დაზუსტებით, უკრაინამ დაიბრუნა, როგორც ოფიცრები, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის საზღვაო ძალებიდან, სახმელეთო ძალებიდან, ტერიტორიული თავდაცვის, საჰაერო სადესანტო ძალებიდან და საჰაერო ძალებიდან - გაცვლის შედეგად ასევე გათავისუფლდნენ ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის წევრები.

კომენტარები