განზრახ მკვლელობა

გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა

გარდაბანში კაცმა ცოლი მოკლა. ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

ბრალდებული თავად გამოცხადდა პოლიციაში და დანაშაული აღიარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები