ირანის რეჟიმი

ვენსი ირანზე: უცნაურია, როცა იმ პირსაც კი ვერ ელაპარაკები, რომელიც ქვეყნის სათავეშია

ირანელებზე ერთ რამეს ვიტყოდი, რაც ჩემთვის ძალიან უცნაურია და არ მესმის მათი სისტემა და გულწრფელად მიმაჩნია, რომ ეს მათთან დიპლომატიას უკიდურესად ართულებს - პირი, რომელიც ირანში გადაწყვეტილებებს იღებს, უზენაესი ლიდერია; პრეზიდენტს, ჩვენი შეფასებით, დიდი გავლენა არ აქვს, ის უმნიშვნელოა; საგარეო მინისტრი, როგორც ჩანს, უზენაეს ლიდერს ელაპარაკება და ისაა ადამიანი, რომელთანაც ჩვენ ძირითადად კომუნიკაციები გვქონდა.

ძალიან უცნაური ქვეყანაა დიპლომატიის წარმოების მხრივ, როცა იმ პიროვნებასაც კი ვერ ელაპარაკები, რომელიც ქვეყნის სათავეშია. ეს ამ ყველაფერს ართულებს და ვითარებას აბსურდულს ხდის.

ამბობს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მეგინ კელისთან ინტერვიუში.

კომენტარები