არ სჭირდება დიდი სტატისტიკა და ანალიტიკა, ყველას გვინახავს, სახლთან ახლოს რამდენიმე დასახელების აფთიაქი გვერდი-გვერდ. რა საკვირველია ეს უცნაურად გამოიყურება, ყველამ ვიცით მაგალითად, ევროპის სახელმწიფოებში როგორ არის და ასეთი რამ, მე პირადად არსად შემიმჩნევია, რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელის წარმომადგენელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან ეს უცნაურობა არის, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთი ბუნებრივია უნდა აისახოს ფასში.
თუ მაგალითად იგივე რეფერენტული ფასების პირობებში მოგებისა და ზედმეტი ხარჯის შემცირების საკითხი დადგება, ბუნებრივია რომ ასეთ დროს, ჭარბის მოგების დაკმაყოფილების ერთ-ერთი მეთოდი არის ხარჯების შემცირება. ხარჯების შემცირების კარგი ყველაზე ინსტრუმენტია ამ შემთხვევაში რომ გარკვეულწილად ეს იყოს რეგულირებული. შევხედოთ, ამ თვალსაზრისით ბუნებრივია ეს სინქრონულად დარეგულირდეს იმასთან, როგორიც იქნება დამოკიდებულება მარკეტებთან.
ალბათ, ესეც არის ერთ-ერთიც მიმართულება, რეალური ხარჯების შემცირება, რაზეც უნდა ვისაუბროთ.





