საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა, ჩვენთვის ეს ორგანიზაცია მნიშვნელოვანია იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც აქვს უსაფრთხოების გამოწვევები და ორგანიზაცია, რომელიც პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხებზე უნდა მუშაობდეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის წევრობა. რაც წევრები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ყოველთვის იყო აღნიშვნის ღირსი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულიად არასამართლიანად მიიჩნევს იმ კრიტიკას, რომელიც რიგი წევრი სახელმწიფოებისგან მოდის და ძირითადად, ეს იგივე სახელმწიფოებია, რომლებიც ევროკავშირის წვერი სახელმწიფოებია, მათგან მოდის ძირითადად ეს კრიტიკა და დამოკიდებულება, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქტორები ცდილობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გამოყენებას გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, ჩვენ ვიხილეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უტილიზაცია ამ მიზნებისთვის, ევროპარლამენტზე აღარ ვისაუბრებ, ჩვენ ვხედავთ მათ დამოკიდებულებას, საერთოდ გასული არიან რეალობის აღქმიდან და რეალური მოქმედების სივრციდან.
და დღეს ვხედავთ, რომ მცდელობები არის ეუთოს გამოყენებისა. ამაზე მქონდა საუბარი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მაშინ გავაჟღერე კიდეც, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყანას აქვს ამის მცდელობა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ღია ვართ, არაფერი გვაქვს დასამალი, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ იცავს ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და, რა თქმა უნდა, თუ ეუთოს გარკვეული მექანიზმების ფარგლებში ვინმეს აინტერესებს, თუ რას აკეთებს საქართველო, მათ შეუძლიათ, ჩამოვიდნენ, ნახონ, შეაფასონ ეს პროცესი.
ახლა, რამდენად ობიექტურები იქნება ის ექსპერტები, რომლებსაც შეარჩევენ და რამდენად ობიექტურად შეაფასებენ ამ ყველაფერს, ეს კიდევ მეორე საკითხია, მაგრამ ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, არაფერია ის, რაც საქართველოს შეიძლება ეუხერხულებოდეს, რა თემაზეც შეიძლება გვეუხერხულებოდეს საუბარი ნებისმიერ ექსპერტთან და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, თუ ვინმეს აინტერესებს, გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.





