გათვალისწინებულია გარდამავალი ნორმა, რომლის მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი ცვლილების ამოქმედებამდე, აქვს მიღებული გრანტი, ჯერ არ დაუხარჯავს და ვალდებულებას, რომ შეათანხმოს მთავრობასთან არ შეასრულებს.
შესაბამისად, ის მოცემულობა, რომელიც გრანტების შესახებ კანონში გაზაფხულის სესიის მიმდინარეობისას უკვე დადგა, რომ მესამე მოსმენით განხილვის დროს, ზუსტად იმავე დღეს გაიცა გრანტები, ერთ-ერთი საელჩოს გავლით, თუ სწორად მახსოვს, იმიტომ რომ რეგულაციები მასზე არ გავრცელებულიყო და ეს იყო, პირდაპირ დეკლარირებული განაცხადი კანონმდებლობის უგულებელყოფისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის კიდევ ერთი მაგალითი.
იგივე, რომ არ განმეორდეს, თუ კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობისას, პირები მიიღებენ გრანტს და არ ექნებათ დახარჯული, ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მიმართონ საქართველოს მთავრობას და თუ ვერ მიიღებენ შესაბამის თანხმობას, შეწყვიტონ გრანტის დახარჯვა, წინააღდმეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარებული იქნება ის ღონისძიებები, რაც სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული.
მარტივად, არის თანხმობა?! - დახარჯება გრანტი, არ არის თანხმობა?! - ვერ დაიხარჯება გრანტი.





