რუსეთის საგარეო სამინისტრომ 2 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში ნებისმიერი უცხოური სამხედრო ძალის ან ინფრასტრუქტურის განლაგებას რუსეთი "უცხოურ ჩარევად" ჩათვლის და ასეთ ძალებს ლეგიტიმურ სამიზნეებად განიხილავს.
"დასავლური ქვეყნების სამხედრო დანაყოფების, ობიექტების, საწყობებისა და სხვა ინფრასტრუქტურის უკრაინაში განლაგება ჩვენთვის მიუღებელია და ჩაითვლება უცხოურ ჩარევად, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას." - წერს სამინისტრო
განცხადების მიხედვით, დასავლურ ქვეყნებს უნდა ესმოდეთ, რომ "ყველა უცხოური სამხედრო კონტინგენტი, მათ შორის, გერმანულიც, თუკი უკრაინაში გაიგზავნება, რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება." - იმუქრება რუსეთი.





