რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინაში რუსული დრონის მიერ ავტობუსის დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში რუსული დრონის მიერ ავტობუსის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა, მათ შორის, 7-ის მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაცია დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ჰანჟამ გაავრცელა.

უკრაინის მაღაროელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, მიხაილო ვოლინეცის თქმით, რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ ქვანახშირის მომპოვებელ ობიექტს და ავტობუსს, რომელსაც მუშები გადაჰყავდა.

მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ოთხი Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

კომენტარები