პუტინის რუსეთი

რუსეთში კაცი დააჯარიმეს Queen-ის ფოტოსთვის, რომელიც სასამართლომ LGBT პროპაგანდად ცნო

ფოტო სიმღერა I want to break free-ის კლიპის გადაღებებიდან

Telegram-არხების ცნობით, რუსეთის სასამართლომ ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Queen-ის ფოტო LGBT პროპაგანდად ცნო, რის შედეგადაც მოქალაქე სოციალურ ქსელში აღნიშნული ფოტოს გაზიარებისთვის დაჯარიმდა. 

გავრცელებული ინფორმაცია ეხება ფოტოს, რომელიც გადაღებულია ჯგუფის ცნობილი სიმღერის, "I Want to Break Free-ის" კლიპის გადაღების დროს.

მოსკოვში მცხოვრებმა დავიდ გევინდიანმა აღნიშნული ფოტო ВКонтакте-ზე გამოაქვეყნა, რასაც სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფოტო "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების" პოპულარიზაციას ახდენდა და მისი გაზიარება "ოჯახური ღირებულებების" დარღვევად შეფასდა.

კომენტარები