კობახიძის განათლების რეფორმა

ამოცანა შენობების გაყიდვა არ არის, მთავარი არსი არის ხარისხიანი განათლება - პაპუაშვილი

ივანიშვილის პარლმენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ვინც კეთილსინდისიერად დაფიქრდება მიხვდება, რომ ეს ორივე უნივერსიტეტისთვის სასარგებლოა, "იმიტომ, რომ ჩვენ ამით გვექნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთიანი უნივერსიტეტი, სადაც როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული მიმართულებებით იქნება უმაღლესი განათლება."

"გუშინ ვნახეთ, მათ შორის, განათლების ექსპერტად წარმოდგენილი ადამიანი და სადაც სათაურიც, კი ასე იწყებოდა - განათლების მკვლევარი, სახელს და გვარსაც კიარ წერდნენ, იმდენად უცნობი ადამიანები არიან, არ ვიცი, განათლების სისტემასთან რა კავშირი აქვთ.

ჩვენ ზოგადად, მას შემდეგ, რაც დაანონსდა განათლების რეფორმა, ვხედავთ ღრმად არაკომპეტენტურ მსჯელობას მათი მხრიდან, რომელთაც რომ კითხო ამ სფეროში განათლება აქვთ მიღებული და თავი კიტრად მოაქვთ, ჰგონიათ თავი ექსპერტები, გამოდიან და ვერაფერზე სხვაგან ვერ მიდიან.

ერთადერთი, რაც თქვეს შენობების გაყიდვა, წარმოგიდგენიათ რაზე ვსაუბრობთ? ვსაუბრობთ უმაღლესი განათლების თვისებრივ რეფორმებზე და ხო, გაიგეს ძირითადი კომპონენტები რა არის, თქვან, აბა, კომპეტენტური აზრი, რომ ასე კიარა, ასე უნდა იყოს. ერთადერთი აზრი რაც მოდის, აი, შენობების გაყიდვა, შენობების გაყიდვა.

არავისთვის მთავარი ამოცანა არანაირი შენობების გაყიდვა, გასხვისება არ არის, ჩვენი მთავარი არსი და აზრი არის ხარისხიანი განათლება.

გუშინაც ვთქვი, დღესაც გავიმეორებ, ერთი დიდი, ერთიანი უნივერსიტეტი ეს იყო ივანე ჯავახიშვილის იდეა, ეს იყო მისი მიზანი, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქმნიდა, თსუ-შივე შეიქმნა ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტი და შემდეგ უკვე ბოლშევიკების დროს, როდესაც ივანე ჯავახიშვილი გამოაგდეს თესეუდან და მიაბრუნეს და დაახვედრეს ისეთი გარემო, რომ იქ მიბრუნებას გადაყვა, საბოლოო ჯამში, შემდეგ შექმნეს ცალკე, დაყვეს, დაანაწევრეს იმისთვის, რომ მეტი კონტროლი ჰქონოდათ აკადემიურ პერსონალზე." - თქვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის განათლების მინისტრა, გივი მიქანაძემ, 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, თსუ-სა და სტუ-ის გაერთიანების შესახებ განაცხადა და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს. 

კომენტარები