ცივი იარაღით დაჭრა

ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ს.შ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა - 1976 წელს დაბადებული ჰ.ა. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს.შ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები