რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთის მიერ ხარკოვში სამგზავრო მატარებელზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ ხარკოვში სამგზავრო მატარებელზე დრონით თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ზელენსკის თქმით, მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი სამხედრო გამართლება არ აქვს და ეს ტერორისტული აქტია.

"ნებისმიერ ქვეყანაში, სამოქალაქო მატარებელზე დრონის თავდასხმა იგივენაირად – წმინდა ტერორისტულ აქტად ჩაითვლებოდა. ამ თავდასხმას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს რაიმე სამხედრო მიზანი.

რუსებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს მკვლელობის, ტერორის შესაძლებლობა. ისინი ინვესტიციას დებენ ტერორის პროგრესში. ჩვენი ამოცანა არის სიცოცხლის დაცვის სფეროში პროგრესის უზრუნველყოფა. ეს შესაძლებელია რუსეთზე ზეწოლით. ეს შესაძლებელია რუსეთის დასჯით მისი ქმედებების გამო. ეს შესაძლებელია უკრაინის მხარდაჭერით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არ დუმს, როდესაც ხედავს, თუ რას აკეთებენ რუსი ტერორისტები". - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მატარებელში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 18 იმ ვაგონში, რომელსაც დრონით დარტყმა მიაყენეს.

კომენტარები