შსს

პირველადი ინფორმაციით, ხელვაჩაურში და-ძმის გარდაცვალება მოყინვამ გამოიწვია - შსს

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, პირველადი ინფორმაციით, ხელვაჩაურში და-ძმის - 1972  წელს დაბადებული ტ.ფ.- ს  და 1970  წელს დაბადებული დ.ფ.- ს გარდაცვალება მოყინვამ (სხეულის გადაციებამ) გამოიწვია. 

როგორც უწყებაში ამბობენ, მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 

"აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 2 პირის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც  სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. 

პირველადი დათვალიერებით,  გარდაცვლილებს  განზრახ მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებათ, რაც სიკვდილს გამოიწვევდა." - ნათქვამია შსს-ს კომენტარში. 

კომენტარები