სიამაყით ვაცხადებ, რომ მოლდოვამ, მთელი საზოგადოების ძალისხმევით, ამ ორწლიან [რუსულ] თავდასხმას წინააღმდეგობა გაუწია. ჩვენმა მოქალაქეებმა დაამტკიცეს ერთგულება მშვიდობის, ევროპისა და დემოკრატიისადმი.
მაგრამ სინანულით ვუყურებ საქართველოს, სადაც ქართველი ხალხის სიმამაცის მიუხედავად, რომელიც განაგრძობს დემოკრატიული ღირებულებების, ევროპული მისწრაფებისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების დაცვას, რუსეთმა საქართველო, ომის შიშის ინსტრუმენტალიზაციით - გზავნილით, რომ არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაჯდებოდა, საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა.





