აშშ

აშშ-ში ზამთრის შტორმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, გაუქმდა 12 000-მდე ფრენა

   
   

NBC News-ის ინფორმაციით, 24-25 იანვრის აშშ-ში ზამთრის შტორმის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანის დაიღუპა.

არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 820 000-ზე მეტი ადამიანი და გაუქმდა 12 000 ფრენა, ხოლო დღეს მოსალოდნელია 3 500-ზე მეტი რეისის გაუქმებაც. ამასთან, გაუქმებული რეისების რაოდენობა ყველაზე მაღალია კორონავირუსის პანდემიის შემდეგ.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათზე მეტ შტატში საგანგებო მდგომარეობა დაამტკიცა და მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ხოლო ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, კრისტი ნოემის თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ (FEMA) სხვადასხვა შტატში აუცილებელი რესურსები, პერსონალი და სამძებრო-სამაშველო ჯგუფები წინასწარ განათავსა.

"ჩვენ ველოდებით შტორმს, რომლის მსგავსიც წლების განმავლობაში არ გვინახავს." - განაცხადა ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა მიკი შერილმა 24 იანვარს, როდესაც კომერციული სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე შეზღუდვები და ავტომაგისტრალებზე სიჩქარის 56 კმ/სთ-იანი ლიმიტი გამოაცხადა.

კომენტარები