დაჭრა

ბათუმში 22 წლის პირი ცივი იარაღით დაჭრეს

ბათუმში 22 წლის პირი დაჭრეს. შსს-ს ცნობით, ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ი. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 2003 წელს დაბადებულ ა.დ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით  სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები