აშშ-სამხრეთ კავკასია

აშშ-მ და სომხეთმა "ტრამპის მარშრუტის" იმპლემენტაციისთვის სამოქმედო ჩარჩო გამოაქვეყნეს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აშშ-სა და სომხეთის მთავრობებმა 13 იანვარს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს "საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის (TRIPP)" იმპლემენტაციის სამუშაო ჩარჩოს გამოქვეყნების შესახებ.

"ეს დოკუმენტი არის უახლესი ნაბიჯი 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, რათა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის იდეა წინ წავიდეს." - წერია ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, აგვისტოში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ექსკლუზიური უფლებები მიენიჭა, რათა აშშ-მ უხელმძღვანელოს პროექტ "ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP), რომელიც სომხეთის გავლით აზერბაიჯანს ნახიჩევანის ექსკლავთან დააკავშირებს.

ტრამპის მარშრუტი, სამშვიდობო შეთანხმება – სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული სამიტი ვაშინგტონში

მხარეების განცხადებით, ე.წ. "ტრამპის მარშრუტის" იმპლემენტაციის სამოქმედო ჩარჩო "ხაზს უსვამს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას TRIPP-ის ზოგადი წარმატებისთვის".

"TRIPP-ის მთავარი მიზანია, სომხეთისა და აზერბაიჯანის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაძლიერება და ამერიკული კომერციის გავრცელებაა რეგიონული ვაჭრობისა და დაკავშირებადების გაფართოებით, ისევე როგორც ახალი სატრანზიტო შესაძლებლობების შექმნა, რომელიც ცენტრალურ აზიასა და კასპიის ზღვას ევროპასთან დააკავშირებს." - ვკითხულობთ აშშ-სა და სომხეთის ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები