აშშ-სამხრეთ კავკასია

ტრამპი: ფაშინიანს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს, სამხრეთ კავკასიას ახალ სიმაღლეზე ავიყვანთ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობს, 8 აგვისტო, 2025
Armenpress

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მხარდაჭერა გამოუცხადა.

"სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, ჩემი კარგი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას უფრო ძლიერს, მდიდარსა და უსაფრთხოს ხდის! ნიკოლი სრულად იზიარებს სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის ჩემეულ ხედვას." – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ცნობისთვის, 26 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა, სადაც მან სომეხ კოლეგასთან ერთად ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერა ხელი. 

ტრამპის თქმით, "მალე აშშ და სომხეთი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტზე მუშაობას დაიწყებენ, რაც სამხრეთ კავკასიას გარდაქმნის და ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგოკომპანიებს ცენტრალური აზიიდან აშშ-მდე წვდომას მოუტანს."

"ამ მიზეზების გამო ნიკოლს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს 2026 წლის 7 ივნისს ხელახლა არჩევისთვის. მისი დახმარებით ჩვენ აშშ-ს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ახალ სიმაღლეებამდე ავიყვანთ." – დაამატა მან.

კომენტარები