მე ბევრი ასეთი გაშუქება ვნახე, ეს ყალბი გაშუქებაა და გეტყვით რატომ. იქ ნათქვამია, თითქოს ვენესუელა ნარკოტიკების ტრეფიკინგში ჩართული არ არის, რადგან გაერო ამბობს, რომ ისინი ამ საქმეში არ მონაწილეობენ - მე არ მაინტერესებს, რას ამბობს გაერო. გაერომ არ იცის, რაზე ლაპარაკობს.
მადუროს ბრალი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ წაუყენა. ეს ნიშნავს, რომ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქმა დიდ ჟიურის მტკიცებულებები წარუდგინა და დიდმა ჟიურიმ მას ბრალი წაუყენა.
შემდეგ კი გამოვიდა დამატებითი, შემცვლელი საბრალდებო დასკვნა, რომელიც დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გასაჯაროვდა და კონკრეტულად აღწერდა მადუროს ქმედებებს. ამიტომ, პირველ რიგში, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ ის, ნიკოლას მადურო, შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების ტრეფიკინგში ბრალდებული და ამერიკული მართლმსაჯულებისგან მიმალული პირია





