შსს-ს ცნობით, მარნეულში, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი: 1968 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ჯ.კ. და 1977 წელს დაბადებული რ.ხ. დააკავეს.
"სამართალდამცველებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად 2.5 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯ-კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი და ცეცხლსასროლი პისტოლეტი". - წერია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





