2025 წლის საუკეთესო ალბომები

2025 წლის 10 საუკეთესო ალბომი

2025 წლის საუკეთესო ალბომები

2025 წლის 10 საუკეთესო ალბომი

ტაბულა გთავაზობთ 2025 წლის 10 საუკეთესო ალბომს. სიაში შესულმა ნამუშევრებმა წელს კრიტიკოსებისა და მსმენელების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ეს ალბომები წლის საუკეთესო ჩანაწერებს შორის არაერთმა ცნობილმა და გავლენიანმა გამოცემამ დაასახელა.

10. Lady Gaga - Mayhem

პოპულარული ამერიკელი შემსრულებლის, ლედი გაგას ახალმა ალბომმა პირველი ადგილი მსოფლიოს 23 ქვეყნის ჩარტებში დაიკავა. ჩანაწერმა ოქროსა და პლატინის სტატუსიც დაიმსახურა. Mayhem გრემის 8 ნომინაციაზეც არის წარდგენილი.

9. Clipse - Let God Sort Em Out

ჰიპ ჰოპ დუეტის რიგით მე-4 ალბომის პროდიუსერი ფარელ უილიამსია. ჩანაწერში შესულია კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან: Nas, Kendrick Lamar, Tyler the Creator. 

8. Oklou - Choke Enough

Choke Enough ფრანგი მუსიკოსისა და პროდიუსერის, Oklou-ს სადებიუტო ალბომია. ნამუშევარი წლის საუკეთესო ჩანაწერებს შორის ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა დაასახელეს, როგორებიცაა: The New York Times, Pitchfork და Time Out. 

7. Blood Orange - Essex Honey

ინგლისელი მუსიკოსის დევ ჰაინსის, იგივე Blood Orange-ის მეხუთე ალბომი Essex Honey წელს კრიტიკოსებისა და მსმენელების ერთ-ერთი ფავორიტი ნამუშევარია. ჩანაწერში შესულია დუეტი ახალ ზელანდიელ პოპვარსკვლავთან Lorde.

6. FKA Twigs - Eusexua 

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის, FKA Twigs-ის მესამე ალბომმა მუსიკალური კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა წელს 2 ალბომი გამოსცა.

5. Earl Sweatshirt - Live Laugh Love

კალიფორნიელი რეპერის Earl Sweatshirt-ის რიგით მეხუთე ალბომი Live Laugh Love კრიტიკოსებმა წლის ერთ-ერთ საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ჩანაწერად შეაფასეს.

4. Pulp - More

24-წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარულმა ბრიტანულმა როკ ჯგუფმა Pulp ახალი ალბომი გამოუშვა. ჩანაწერმა ბრიტანულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ნამუშევარი სულ 17 ქვეყნის მუსიკალურ ჩარტებში მოხვდა. ბენდმა ალბომის მხარდამჭერი მსოფლიო ტურნეც დაიწყო.

3. Bad Bunny - Debí Tirar Más Fotos

პოპულარული პუერტო რიკოელი შემსრულებლის, ბედ ბანის ახალმა ალბომმა Debí Tirar Más Fotos და მასში შემავალმა სინგლმა DTMF ბილბორდის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავეს. ლათინური გრემის დაჯილდოებაზე ჩანაწერმა 5 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის წლის საუკეთესო ალბომის.

გრემის მომდევნო, რიგით 68-ე დაჯილდოებაზე ალბომი 6 ნომინაციაზეა წარდგენილი - წლის საუკეთესო ალბომის ჩათვლით. 

2. Geese - Getting Killed

ამერიკული როკ ჯგუფის Geese-ის ახალი, რიგით მეოთხე ალბომი Getting Killed კრიტიკოსების შეფასებით წლის ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერია. ნამუშევარი წლის საუკეთესო ალბომად არაერთმა ცნობილმა გამოცემამ დაასახელა, მათ შორის The New Yorker-მა და Stereogum-მა.

1. Rosalía - Lux

წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი Lux პოპულარულმა ესპანელმა მუსიკოსმა, როზალიამ ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერა. კრიტიკოსებმა ჩანაწერი პოპ და კლასიკური მუსიკის იდეალურ სინთეზად შეაფასეს. ალბომს პლატფორმა Spotify-ზე ერთ დღეში 42.1 მილიონჯერ მოუსმინეს. Lux წლის საუკეთესო ალბომად არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაასახელა.

კომენტარები