იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე 6 პირი დააკავა

shutterstock

 

შსს-მ თბილისისსა და რეგიონებში (რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და შიდა ქართლი) ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 6 პირი დააკავეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, ავტომობილების, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და  ვაზნები.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა, ასევე, დაუფლების ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული გ.ჩ., 2005 წელს დაბადებული გ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული ბ.ჯ., 1982 წელს დაბადებული გ.მ.,1997 წელს დაბადებული ო.დ., 1984 წელს დაბადებული გ.გ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 237-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები