რუსული რეჟიმი

წულუკიანი: ვერიდებით ხალხის სახელით საუბარს, ამისთვის ილია II ან ჭავჭავაძე უნდა იყო

რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მეც მაქვს პატივი, რომ ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას, თუ ოდნავ მაინც აქვს გამოცდილება პოლიტიკოსს, ის ძალიან უნდა მოუფრთხილდეს ხალხის სახელით საუბარს, რაც არ უნდა დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს არჩევნებში, იმიტომ რომ ეს ასე მარტივი საკითხი არაა. თუ დააკვირდებით ჩემს გამოსვლებს, მეც უფრო ხშირად ვსაუბრობ ამომრჩეველზე, იმიტომ, რომ ძალიან ძნელია ისაუბრო მთელი ერის სახელით, ამისთვის უნდა იყო ერის მამა - ან ილია მეორე, ან ილია ჭავჭავაძე. ამიტომ, ვისაც ასეთი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, მას შემიძლია მივუსამძიმრო, რომ სრულიად ერის სახელით შეუძლია ვინმეს ისაუბროს. ჩვენ ვსაუბობთ საზოგადოების, ძალიან დიდი ნაწილის სახელით, რომელმაც არჩევნებზე დაგვიჭირა მხარი.

როდესაც თქვენ მე მეკითხებით, რომ ევროკავშირმა თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ევროპას უჭერს მხარს, ამაში ჩვენც გვიგულისხმა, მათ შორის მეც, იმიტომ, რომ ჩვენ ვუჭერთ ევროპას მხარს. მე ევროპაში გავიზარდე, ,, იქ მივიღე განათლება, ვიმუშავე ძალიან ბევრი წელი და ვემსახურე ევროპულ ადამიანის უფლებებს, იქაურ სტანდარტებს და ღირებულებებს, რომლებიც ქართული ღირებულებებია. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ისინი თავად შორდებიან თავიანთ ღირებულებებს.

მოუსმინეთ, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ხელისუფლებას, მაგალითად უნგრეთში, სერბეთში, მაინცდამაინც, ევროკავშირის წევრი ქვეყნებს არ ვგულისხმობ, ევროპის სივრცეში ხელისუფლებებს ზოგიერთს, ანდა ამ ქვეყნებში ოპოზიციას და თქვენ, ნახავთ, რომ იქ არის დებატი გამართული იმის შესახებ, რომ იქ არსებული ხელისუფლებები, არ პასუხობენ თავიანთივე საზოგაოდების ღირებულებებს და მოთხოვნებს.

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, თეა წულუკიანი სამთავრობო TV იმედის ეთერში EU-ს საბჭოს თავმჯდომარეობის გაფართოების დოკუმენტზე. 

კომენტარები