ნარკოდანაშაული

ამოღებულია "მეტადონი", "ალფა-პვპ" - შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ფაქტებზე 5 პირი:  2001 წელს დაბადებული ჰ.კ., წარსულში ნასამართლევები:  1964 წელს დაბადებული  ნ. ხ, 1977 წელს დაბადებული დ.მ.,  უცხო ქვეყნის მოქალაქეები:  1977 წელს დაბადებული რ.ს. და  2003 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ , „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და  „გამომშრალ მარიხუანა“.

ერთ-ერთი დაკავებულის დ.მ. -ს საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა”. - წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე  მუხლებით მიმდინარეობს,  რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები