მაკრონს, მერცსა და სტარმერს უკრაინის საკითხზე ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდათ

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ოთხშაბათს, 10 დეკემბერს, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. ქვეყნების ლიდერებმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრეს და ამ კონფლიქტში მიმდინარე ეტაპი გადამწყვეტ მომენტად შეაფასეს.

ტრამპის თქმით, საუბარი საკმაოდ “მძაფრი“ გამოდგა. მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა მას მოუწოდეს, რომ კვირას დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ შეხვედრას აშშ-ს წარმომადგენლებიც დაესწრონ და ზელენსკისთან ერთად სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრაში მონაწილეობა მიიღონ.

ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც უკრაინის მხრიდან გარკვეულ პასუხებს გაიგებს, მათ შორის არჩევნების ჩატარებისა და მასობრივი კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით.

ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, უკრაინული მხარე აშშ-ს მიერ წარდგენილ 20-პუნქტიან გეგმაზე საპასუხოდ კონკრეტულ წინადადებას უკვე ამზადებს.

პარალელურად, მაკრონი, სტარმერი და მერცი ლონდონში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდნენ და მხარდაჭერა კვლავ დაუდასტურეს.

Reuters-ს ორმა წყარომ აცნობა, რომ სტარმერის, მაკრონისა და მერცის მომდევნო შეხვედრა მომავალ ორშაბათს ბერლინშია ჩანიშნული.

კომენტარები