რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანიამ რუსული დრონების შეჭრის შემდეგ პოლონეთში Eurofighter-ის გამანადგურებლები განათავსა

გერმანიამ პოლონურ ქალაქ მალბორკში ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხუთი Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებელი და 150 სამხედრო მოსამსახურე განათავსა. გერმანიის საჰაერო ძალების თქმით, ეს არის პასუხი სექტემბერში რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე.

გერმანიის საჰაერო ძალების ცნობით, Eurofighter-ის გამანადგურებელი NATO-ს სამხედრო პროგრამა აღმოსავლეთის გუშაგის ფარგლებში მოქმედებენ და ისინი ქალაქ მალბორკში 2026 წლის მარტამდე დარჩებიან.

"ამ მისიით ჩვენ კიდევ ერთ ძლიერ მხარდაჭერის სიგნალს ვუგზავნით ჩვენს მეზობელ პოლონეთს და ასევე, NATO-ს მთლიანობაში". - თქვა გერმანიის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა, ჰოლგერ ნოიმანმა.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონების ჩამოგდების ოპერაციაში პოლონური F-16 ტიპის გამანადგურებლები, ნიდერლანდების F-35-ები, იტალიური AWACS-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები და NATO-ს ტანკერის ტიპის თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.

კომენტარები