შსს-ს ცნობით, საგურამოში, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 2 პირი, წარსულში ნასამართლევები - 1968 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1978 წელს დაბადებული ლ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ - 1956 დაბადებულ ვ.ხ.- ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს.
ვ.ხ.-ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი". - წერია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)



