РБК-Украина-ს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 30 დეკემბერს ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე სამშვიდობო გეგმის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება ჯერ ვერ მოხდა.
წყაროს მიხედვით, შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს ტერიტორიული საკითხები და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი.
"მოლაპარაკებები ჟენევაში შეთანხმებულ პირობებზე ნაკლებად არის ფოკუსირებული ისე, როგორც დარჩენილ პრობლემურ საკითხებზე. არ ვამბობთ, რომ 100%-ით ვთანხმდებით საბოლოო ტექსტზე, თუმცა ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია" – ამბობს წყარო.
აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და უკრაინის დელეგაციას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები 30 ნოემბერს გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა რეპორტიორებთან ერთობლივად საუბრისას განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი "ძალიან პროდუქტიული" იყო.





