უკრაინა

"ფრონტზე მივდივარ" - მისწერა ანდრიი ერმაკმა გადადგომიდან რამდენიმე საათში New York Post-ს

ანდრიი ერმაკი
President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ New York Post-ს უთხრა, რომ ის ფრონტის ხაზზე მიემართებოდა. ერმაკმა პოსტი უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მიერ მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ დატოვა.

"ფრონტზე მივდივარ და მზად ვარ ნებისმიერი შედეგისთვის" - მისწერა ანდრიი ერმაკმა NYP-ს ტექსტურ შეტყობინებაში. "მე პატიოსანი და ღირსეული ადამიანი ვარ" - დაამატა მან.

ერმაკს არ დაუკონკრეტებია, როდის ან როგორ აპირებდა რუსეთის წინააღმდეგ ომის ფრონტის ხაზზე წასვლას და შეუერთდებოდა თუ არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

"საკუთარ სამშობლოს ვემსახურებოდი და კიევში ვიყავი 2024 წლის 24 თებერვალს" - დაწერა მან, რითაც NYP-ის მიხედვით, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების თარიღი იგულისხმა.

"იქნებ კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს. დიდება უკრაინას." - მისწერა გამოცემას ანდრიი ერმაკმა.

"ზიზღით ვუყურებ ჩემს მიმართ გაჟღერებულ ბინძურ ბრალდებებს და კიდევ უფრო, მხარდაჭერის არარსებობას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც სიმართლე იციან" - დაამატა მან.

"მე შემილახეს ღირსება და ჩემი ღირსება არ დაუცვიათ, მიუხედავად იმისა, რომ 202[2] წლის 24 თებერვლიდან კიევში ვიყავი. ამიტომ, არ მინდა ზელენსკის პრობლემები შევუქმნა. მე ფრონტზე მივდივარ." - თქვა მან.

კომენტარები