რუსეთის მთავარ კოსმოსურ ბაზაზე, ბაიკონურის კოსმოდრომზე, ძირითადი ასაფრენი პლატფორმა დაზიანდა. მოსკოვის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ასაფრენი პლატფორმა ხომალდ Soyuz MS-28-ის გაშვების შემდეგ დაზიანდა.
ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა და 2 რუსი და 1 ამერიკელისგან შემდგარი ეკიპაჟი სადგურის ბორტზე უსაფრთხოდ გადავიდა. თუმცა გაშვების შემდეგ ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ პლატფორმის რამდენიმე ნაწილი დაზიანებულია. ზუსტი ზიანის შეფასება ახლაც მიმდინარეობს.
კოსმოსური სააგენტოს თქმით, შეკეთებისთვის საჭირო ყველა დეტალი ადგილზე აქვთ, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შეკეთების პროცესს შეიძლება ერთ კვირაზე მეტიც დასჭირდეს.
ბაიკონური ერთადერთი ასაფრენი მოედანია, რომელსაც რუსეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) მისიებისთვის იყენებს, შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში, რუსეთმა შესაძლოა ადამიანის კოსმოსში გაშვება ვეღარ მოახერხოს, რისი პრეცედენტიც 1961 წლის შემდეგ არ მომხდარა.





