სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სკოლასა და საბავშვო ბაღ "თანამედროვე განათლების აკადემიის" კვების ობიექტში ვადაგასული ფრინველის ხორცი აღმოაჩინეს.
სეს-ის ინფორმაციით, დააჯარიმეს ბიზნესოპერატორი და შეუჩერეს საწარმოო პროცესი.
"სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ჭავჭავაძის გამზირი N37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის "თანამედროვე განათლების აკადემია" კვების ობიექტში. შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა." - ნათქვამია განცხადებაში.





