ჩინეთ-რუსეთი

FT: ჩინელი ექსპორტიორები რუსეთს სამხედრო-ინდუსტრიულ პროდუქტებზე ფასებს უზრდიან

Financial Times

გამოცემა Financial Times ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში სამხედრო-ინდუსტრიული პროდუქტების მყიდველებს ჩინელი ექპორტიორები ფასებს უზრდიან. 

ფინეთის ბანკის მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ინსტიტუტის (Bofit) ახალი კვლევის თანახმად, ჩინეთიდან რუსეთში გაგზავნილი ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ფასები 2021 წლიდან 2024 წლამდე საშუალოდ 87%-ით გაიზარდა.  

კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჩინელი მიმწოდებლების გავლით სამხედრო გამოყენების პროდუქტების შეძენაზე დასავლური სანქციების შეზღუდვისგან თავის არიდების გზა იპოვა, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა კრემლისთვის ხარჯები გაზარდა. 

დასავლურ სანქციებთან დაკავშირებულმა გავლენიანმა მაღალჩინოსანმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ჩინური კომპანიების მიერ რუსი მყიდველებისთვის ფასების 80%-იანი ზრდა "ძალიან კარგი ნაბიჯია", რადგან "თუ ფასებს 80%-ით გაზრდი, ამით თითქმის გაანახევრებ იმ რაოდენობას, რომლის შესყიდვაც მათ რეალურად შეუძლიათ."

განსხვავებული მეთოდების გამოყენებით მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ რუსი იმპორტიორებისთვის სანქცირებული საქონლის ფასები გაიზარდა თურქეთშიც, სადაც ფასები 25-55%-ით გაიზარდა დანარჩენ ექსპორტთან შედარებით.

კომენტარები