ჩინეთ-რუსეთი

ჩინეთი მზადაა, რუსეთთან პოლიტიკური თანამშრომლობა გააძლიეროს – სი ძინფინგი

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის თქმით, ჩინეთი მზადაა რუსეთთან პოლიტიკური თანამშრომლობა გააძლიეროს. ინფორმაცია ვლადიმირ პუტინთან ვირტუალური შეხვედრის დროს გავრცელდა. 

"რთული საერთაშორისო სიტუაციის ფონზე, ჩინეთი მზად არის, რუსეთთან  პოლიტიკური თანამშრომლობა გაზარდოს და  გლობალური პარტნიორი გახდეს." - თქვა სი ძინფინგმა. 

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადმოცემული შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების სტაბილიზაცია გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. 

მან დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არის "საუკეთესო ისტორიაში" და შეუძლია "გაუძლოს ყველა გამოცდას."

"ჩვენ ვიზიარებთ შეხედულებებს გლობალური გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმდინარე ტრანსფორმაციის მიზეზებზე, მიმდინარეობასა და ლოგიკაზე…

დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლისა და პროვოკაციების ფონზე, ვიცავთ ჩვენს პრინციპულ პოზიციებს და ვიცავთ არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს, არამედ ყველას, ვინც მხარს უჭერს ჭეშმარიტად დემოკრატიულ სისტემას და ქვეყნების უფლებას, თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი ბედი." - თქვა ვლადიმირ პუტინმა.

კომენტარები