რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-სთან მოლაპარკების შედეგად ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო
Ria Novosty

ბელარუსის პრეზიდენტის პრესსპიკერის ნატალია ეისმონტის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა. 

"აშშ-სა და ბელარუსის პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმებისა და უკრაინული მხარის მოთხოვნით, [ბელარუსის] პრეზიდენტმა 31 უკრაინელი მოქალაქე შეიწყალა, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულები ჩაიდინეს.

ჰუმანიზმის პრინციპებით ნაკარნახევი ეს გადაწყვეტილება ჩვენს სამეზობლოში არსებული შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად." - განაცხადა პრესსპიკერმა. 

როგორც მან აღნიშნა, შეწყალებული პირების უკრაინული მხარისთვის გადაცემა უკვე მიმდინარეობს.

კომენტარები