აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ბრაიან ფიცპატრიკი წერს, რომ წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს პეტიცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ "დამანგრეველ" სანქციებზე კენჭისყრის გამართვას მოითხოვს.
ამასთან, ფიცპატრიკი მედიაში გავრცელებულ "28-პუნქტიან აშშ-ს სამშვიდობო გეგმას" რუსეთში შემუშავებულ პროპაგანდას უწოდებს.
"ეს რუსეთში შემუშავებული პროპაგანდა უნდა იყოს უარყოფილი და უგულებელყოფილი იმ არასერიოზული სისულელის გამო, რაც არის. ამ მომენტს ესაჭიროება მშვიდობა ძალის მეშვეობით და არა - დაშოშმინების პოლიტიკა." - წერს ფიცპატრიკი.
"დღეს ჩვენ წარმომადგენელთა პალატის კლერკსა და ხელმძღვანელობას ოფიციალურად შევატყობინეთ ჩვენი გამოთხოვნის პეტიციის შესახებ, რომელიც ჩვენი [კონგრესის] დაბრუნებისთანავე რუსეთის წინააღმდეგ დამანგრეველ სანქციებზე კენჭისყრის დაუყოვნებლივ გამართვის ვალდებულებას ქმნის." - დაამატა მან.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ასევე აღნიშნა, რომ "აშშ-ს ხუთშაბათისთვის რუსეთის მხრიდან სურს პასუხის მიღება უკრაინის ტერიტორიიდან უპირობოდ გასვლის თაობაზე," და არა - პასუხი ზელენსკისგან, სამშვიდობო შეთანხმების მიღების თაობაზე.





