რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთზე სანქციების მოხსნას არ აპირებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთზე სანქციების მოხსნას არ აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ Lukoil-ისა და Rosneft-ის წინააღმდეგ დაწესებული "ძალიან ძლიერი" სანქციები ძალაში მალე შედის.

"[სანქციები] ძალიან ძლიერია. ძალიან რთულია ნავთობის გაყიდვა. იცით, რომ მათი მთლიანი ეკონომიკა ნავთობზეა დაფუძნებული, მაგრამ არა, არაფერს ვაკეთებ, რაც სანქციების მოხსნას ეხება." - თქვა ტრამპმა.

Fox News-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ წარდგენილ გეგმაზე უკრაინის პასუხისთვის "შესაფერისი დრო" მომდევნო ხუთშაბათია, თუმცა, მისი თქმით, თუ ვითარება კარგად წავიდა, ვადის გახანგრძლივებაც შეიძლება.

ამას გარდა, კიევის მხრიდან ტერიტორიის დათმობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე ტრამპმა უპასუხა, რომ უკრაინა ტერიტორიას ისედაც კარგავს.

კომენტარები