რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ირწმუნება, რომ "დასავლელებს" სამხრეთ კავკასიის "სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩათრევა" სურთ. ამის შესახებ მან 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"დასავლეთის, მათ შორის, ევროკავშირის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში მართლაც იკრეფს ტემპს... შეხედეთ რას უკეთებენ საქართველოს. თვალთმაქცური ლოზუნგებით დასავლელებს რეგიონის სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩათრევა სურთ. ეს არის მუდმივი სურვილი, თუმცა ახლა მისი მორიგი ტალღაა. ევროკავშირის ქმედებები ემსახურება, კვლავ, რუსეთის წინააღმდეგ ჩანაფიქრს." - თქვა ზახაროვამ.
ზახაროვამ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ საქართველოსთვის 3+3 ფორმატის კარი "ღია რჩება". მან აღნიშნა, რომ ამ პლატფორმის მორიგი შეხვედრა ბაქოში ან ერევანში გაიმართება.





