19 ნოემბერს ფინურმა ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა Teboil-მა, რომელსაც რუსული ნავთობის კომპანია Lukoil-ის მფლობელობაშია, განაცხადა, რომ ის ფინეთში თავისი ყველა სადგურის დახურვისთვის ემზადება, რადგან საწვავის მაგარაგი აშშ-ს სანქციების ფონზე, რომლებიც მის სამეთვალყურეო კომპანიას დაუწესდა, იწურება.
Teboil Lukoil-ის პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც აცხადებს, რომ სანქციების შედეგად იხურება.
Teboil-ს ფინეთში 430 ბენზინგასამართი სადგური აქვს, რაც 2024 წლის მონაცემებით, სკანდინავიური ქვეყნის 2 250 სადგურის დაახლოებით მეხუთედს წარმოადგენს.
"საწვავის მარაგების სრულად ამოწურვის შემდეგ, სადგურები ეტაპობრივად დაიხურება " - ნათქვამია Teboil-ის განცხადებაში. კომპანიას დახურვის კონკრეტულ ვადებზე განმარტება არ გაუკეთებია.
"ფინეთში საწვავის მიწოდება საფრთხის ქვეშ არ დგას, რადგან Teboil ფინეთში საწვავს არ გადაამუშავებს, არამედ ძირითადად საწვავს ფინური საწარმოებიდან ანაწილებს, რომლებიც Neste-ს ეკუთვნის" - განაცხადა ფინეთის ეკონომიკისა და დასაქმების სამინისტრომ Reuters-სთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში.





