აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებული, გარდაცვლილი ჯეფრი ეპსტინს საქმის ფაილების სრულად გასაჯაროებას მხარი დაუჭირა.
ფაილების გასაჯაროვების სასარგებლოდ ხმა 427-მა კონგრესმენმა დააფიქსირა, წინააღმდეგი კი იყო მხოლოდ 1.
შემდეგ, სანამ პრეზიდენტი შეძლებს გადაწყვეტილებაზე ხელმოწერას, მანამდე გასაჯაროვებას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 ნოემბერს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ კონგრესმენებს მოუწოდა, ხმა მისცენ აღნიშნული ფაილების გასაჯაროვებას.
"წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა ეპსტინის ფაილების გასაჯაროებას მხარი უნდა დაუჭირონ, რადგან დასამალი არაფერი გვაქვს. დროა შევეშვათ დემოკრატების ტყუილს, რომელიც რადიკალმა მემარცხენე ფანატიკოსებმა მოიგონეს, რათა რესპუბლიკური პარტიის დიდებული წარმატებიდან ყურადღება გადაეტანათ, მათ შორის, ჩვენი ბოლოდროინდელი დემოკრატების "დახურვაზე" გამარჯვებიდან." - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მანამდე CNN წერდა, რომ რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობა მოელოდა თანაპარტიელი კონგრესმენების მნიშვნელოვანი რაოდენობის მხრიდან იმ კანონპროექტის მხარდაჭერას, რომელიც ტრამპისგან დამოუკიდებლად აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს ეპსტინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას დაავალდებულებდა.
გასულ კვირას ტრამპმა თქვა, რომ იუსტიციის დეპარატმენტს ფინანსურ ინსტიტუტებთან და ცნობილ პოლიტიკურ ფიგურებთან ჯეფრი ეპსტინის კავშირების გამოძიება დაავალა.





