ჩვენ ოპონენტების გაქრობა კი არ გვინდა, სასიცოცხლოდ და წყალივით გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ოპონენტი. რაც არ უნდა ახლა მე სულ რამდენიმე წუთის წინ ძალიან მკაცრად "შემომეკრიტიკა" ერთ-ერთი მათგანი, არის ასეთი ქართული სიტყვა [...] ეს ხალხი საჭიროა და მე მივესალმები, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში. რაც არ უნდა ხანდახან გამოცდილება აკლდეთ, შეიძლება გაგეღიმოს, მე პირადად ხანდახან რაღაცებზე მეღიმება, ძალიან მნიშვნელოვანია მათი პარლამენტში ყოფნა.
ჩვენ ასევე გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი პარტია ჩამოყალიბდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა გაგვაგონონ თავიანთი ხმა პარლამენტში, საკრებულოებში. ეს უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ მგონი ამ ეთერში და კიდევ სხვა ეთერებში უკვე ათეულობით მაქვს ერთი და იგივე ნათქვამი, რომ ქართული ოცნება ვერ იქნება მუდმივად ხელისუფლებაში. ვერ იქნება ეს, ჩვეულებრივი პოლიტიკური კანონზომიერებაა. ამიტომ, უნდა არსებობდეს შემცვლელი.
პარლამენტში როცა, ვთქვათ, ორი ოპოზიციური ჯგუფია, ეს არის "ხალხის ძალა" და "ევროპელი სოციალისტები", ზოგიერთ ჩასაფრებულ ადამიანს ჰგონია, რომ ისინი მუდმივად ტაშს გვიკრავენ ყველაფერზე. ეს ასე ნამდვილად არაა, არის ხოლმე ისეთი შიდა ჭიდილი და განხილვები, რომ მათი აზრი არაერთხელ გაგვითვალისწინებია.
ზოგი პარტია ასეთ ფორმას ირჩევს, ზოგი სხვა ფორმას, მაგრამ მთავარია, რომ არსებობდეს განსხვავებული აზრი, ოპონენტი. ეს საჭიროა იმიტომ, რომ რაც არ უნდა მე ან ჩემნაირებს, ჩვენი გუნდის წევრებს... ჩვენ ერთი გუნდი ვართ, გვაქვს პარტიული დისციპლინა, სხვანაირად პარტია არ არსებობს და განსხვავებული აზრის მატარებელი არის ოპოზიცია. მან უნდა თქვას ის რაც არის სათქმელი.
შესაბამისად, ჩვენ წყალივით გვჭირდება ეს განსხვავებული აზრი, მაგრამ ის, ვინც, ჩვენი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში თქვენ ნახავდით, აწამებდა, აუპატიურებდა, ართმევდა ახალაიების, მეგის ქარდავას, ზურა ადეიშვილის, სხვათა და სხვათა ხელით და მიშა სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე ერთ-ერთ სქემაში ძალიან აქტიურად იყო ბიზნესის რეკეტში ჩართული TBC ბანკი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - აი ეს ხალხი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება პოლიტიკური ველის დამაბინძურებელი, რადგან ისინი მწვავე, გნებავთ, მკვახე, გნებავთ აგრესიული, მაგრამ ჯანსაღი ოპოზიციის აღმოცენებას უშლიან ხელს.





