ტიკ-ტოკ ინფლუენსერის მკვლელობა

ჯიჰადისტებმა მალიში TikTok ინფლუენსერი ხალხის თვალწინ მოკლეს

Mariam Cissé
TikTok

მალიში ადგილობრივი TikTok ინფლუენსერი, მარიამ სისე შაბათს, ბაზარში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, მეორე დღის საღამოს კი იგივე ადამიანებმა ის ქალაქ ტონკას თავისუფლების მოედანზე დააბრუნეს და ხალხის თვალწინ დახვრიტეს. ინფორმაციას ტიმბუქტუს რეგიონის მერი, იეჰია ტანდინა ავრცელებს.

მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ცნობილია, რომ ტონკას რაიონს ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ჯგუფი Jama’at Nusrat al-Islam wal-Muslimin (JNIM) აკონტროლებს.

არიამ სისეს, რომელიც სამხედრო ფორმას ხშირად ატარებდა და ქვეყნის არმიის მხარდასაჭერად ვიდეოებს აქვეყენებდა, TikTok-ზე 100 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

"ამ ახალგაზრდა ქალს უბრალოდ  თავისი საზოგადოების TikTok-ზე პოპულარიზაცია და მალის არმიის მხარდაჭერა სურდა. ის მალის მისი მისიის შესრულებაში, ხალხისა და მათი ქონების დაცვის საქმეში უჭერდა მხარს". - თქვეს მალის სახელმწიფო ტელევიზიაში.

კომენტარები