ნიკოლა სარკოზის საქმე

საფრანგეთის ექსპრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ციხიდან გაათავისუფლეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ციხიდან გაათავისუფლებენ მას შემდეგ, რაც პარიზის სასამართლომ 10 ნოემბერს გადაწყვიტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოლოდინში მისი გათავისუფლება შეიძლება.

სასამართლოში სიტყვის წარმოთქმისას სარკოზიმ განაცხადა, რომ ციხეში ყოფნის 20 დღე მისთვის "ძალიან რთული" იყო.

სასამართლომ სარკოზის ასევე უბრძანა, რომ კონტაქტი არ დაამყაროს სასამართლო პროცესში ჩართულ ნებისმიერ სხვა პირთან. ამასთან, სარკოზის ეკრძალება იუსტიციის მინისტრთან, ჟერარ დარმანინთან და მის გუნდთან საუბარი. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ეკრძალება ქვეყნის დატოვებაც.

ნიკოლა სარკოზის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა 25 სექტემბერს მიუსაჯა. ექსპრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რომლის ფარგლებშიც მან თანაშემწეებს ნება დართო 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ლიბიაში მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მოეძიათ.

ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის, კორუფციაში მონაწილეობისა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა.

სარკოზი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და მიიჩნევს, რომ "შურისძიებისა და სიძულვილის" მსხვერპლია.

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა

კომენტარები