რუსეთი

კრემლი უარყოფს ცნობებს, რომ ლავროვმა პუტინის ნდობა დაკარგა

სერგეი ლავროვი და ვლადიმირ პუტინი
EPA-EFE/SEAN GALLUP

კრემლმა უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნდობა დაკარგა. აღნიშნული ცნობები მედიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც გასულ თვეში რუსი და ამერიკელი ლიდერების, პუტინისა და დონალდ ტრამპის, შეხვედრის ორგანიზების მცდელობა ლავროვსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრის შემდეგ ჩაიშალა.

ლავროვი რუბიოს, პუტინსა და ტრამპს შორის ბუდაპეშტში შესაძლო სამიტის ჩატარების საკითხზე 20 ოქტომბერს ესაუბრა. ორივე მხარის ოფიციალური განცხადებებიდან არ ჩანდა, რომ საუბარი ცუდად წარიმართა, თუმცა ერთი დღით შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურდა ისეთი შეხვედრის ჩატარება, რომელიც "დროის კარგვა" იქნებოდა.

Reuters აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ლავროვით უკმაყოფილების ვარაუდები რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მნიშვნელოვან შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის არ ყოფნამ და პუტინის გადაწყვეტილებამ, ამ თვის ბოლოს გაეროს სამიტზე რუსეთის დელეგაციას ლავროვის ნაცვლად კრემლის ადმინისტრაციის მოადგილე ჩასდგომოდა, კიდევ უფრო გააღვივა.

დღეს ჟურნალისტების კითხვაზე, მართლაც დაკარგა ლავროვმა პუტინის ნდობა თუ არა, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ეს უარყო.

"მოგცემთ მოკლე პასუხს: ამ ცნობებში სიმართლის არაფერი არ არის" - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როდესაც მას ჰკითხეს, განაგრძობს თუ არა ლავროვი საქმიანობას თავის ამჟამინდელ თანამდებობაზე, პესკოვმა დაამატა: "რა თქმა უნდა. ლავროვი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე აგრძელებს მუშაობას".

კომენტარები